აღწერა
PRX-T33 გელის ფორმულა მოიცავს 3 კომპონენტს: 33% TCA, დაბალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგს და 5% კოჯიკის მჟავას.
PRX თერაპიის ძირითადი უპირატესობებია:
- კანის ტონალობის და რელიეფის გათანაბრება
- Wow ლიფტინგი
- გაახალგაზრდავება
- ნაოჭების შემცირება
- ტკივილის გარეშე, რეაბილიტაციის გარეშე
PRX თერაპია გამოიყენება ნებისმიერ ასაკში, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, კანის ნებისმიერ უბანზე, ექსპრეს პროცედურების, მონო და კომბინირებული თერაპიის სახით. აგრესიული ეფექტებისა და დაზიანების არარსებობა ეპიდერმისის დონეზე იძლევა პროცედურის ეფექტურად დაკავშირების საშუალებას PRX-T33 გელის გამოყენებით სხვა ესთეტიკურ და აპარატურულ მეთოდიკასთან, როგორც ერთ პროცედურაში, ასევე პროგრამებში, რაც უზრუნველყოფს მათ სინერგიას და არასასურველი მოვლენების პროფილაქტიკას.
ფასი
სახე - 210 ₾
სახე + ყელი + დეკოლტე - 290 ₾
ჩვენებები
- ფოტო- და ქრონოდაბერების კორექცია (ნაოჭები, ტონუსის დაქვეითება, კანის ტურგორი, ელასტოზი და ა.შ.)
- ჰიპერპიგმენტაციის კორექცია (პოსტტრავმული, პოსტანთებითი, ლენტიგო, მელაზმა)
- ნაწიბურების კომპლექსური კორექციის შემადგენლობაში (ჰიპოტროფული, ნორმოტროფული, სტრიები, პოსტტრავმული, პოსტ-დამწვრობის, პოსტოპერაციული)
- ფერიჭამელებით დაავადების არაანთებითი სტადია (acne comedonica, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, პოსტაკნეს ლაქები, პოსტაკნეს ნაწიბურები)
უკუჩვენებები
- კანის დამუშავებული ზედაპირის დაზიანება: ნებისმიერი წარმოშობის დერმატიტი, დანაბეჟი, ჭრილობები, დამწვრობა
- ინფექციური და სოკოვანი ეტიოლოგიის კანის დაავადებები, ჰერპესული ინფექცია
- ამ პროცედურისთვის საშუალებათა შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა
- მწვავე ინფექციური დაავადებები
- ინტენსიური რუჯი
რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?
პროცედურა გრძელდება 30 წუთი
მტკივნეულია თუ არა?
პროცედურის დროს შესაძლებელია კანში უმნიშვნელო ჩხვლეტის შეგრძნება. პაციენტები კარგად იტანენ PRX T33 პილინგის პროცედურას.
რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაცია?
პილინგი PRX-T33 მიეკუთვნება საშუალო სიღრმის პილინგებს, რომელიც არამარტო ხელს უწყობს კანის სრულ განახლებას, არამედ უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას. სხვა ქიმიური პილინგებისგან განსხვავებით, PRX-T33 მოქმედებს კანის ღრმა შრეებზე, ზედაპირული შრის დაზიანების გარეშე.
ამიტომ პილინგი გამოირჩევა მსუბუქი ეფექტით: პროცედურის შემდეგ არ აღინიშნება კანის ზედმეტი სიმშრალე, გაღიზიანება ან აქერცვლა. პილინგის შემდეგ არ არის საჭირო ხანგრძლივი რეაბილიტაცია და აღდგენა.