
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-20:00 საათიდან
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-20:00 საათიდან
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისის შესრულებას გირჩევთ მხოლოდ კოსმეტოლოგთან პირველადი კონსულტაციის შემდეგ. კლინიკა UltaSave-ში კოსმეტოლოგის მიერ დანიშნული პროცედურის ჩატარებისას ექიმთან კონსულტაცია - უ ფ ა ს ო ა!!!
Retises – გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პილინგია რეტინოლის საფუძველზე, რომელიც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, აკნეს და ჰიპერპიგმენტაციის პრობლემების აღმოფხვრას. პილინგის მოქმედება ეფუძნება მისი მთავარი კომპონენტის - სუფთა რეტინოლის ცნობილ თვისებებს.
რეტინოლი - ვიტამინი A - რეტინოინის მჟავის წინამორბედია. აჩქარებს მიტოზს, აძლიერებს ენზიმურ აქტივობას და ახდენს კერატინიზაციის ნორმალიზებას. კვებავს კანს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, ამცირებს უკვე არსებული ნაოჭების სიღრმეს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
გარდა ამისა, რეტინოლი აღიავებს ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეულ პიგმენტურ ლაქებს, არეგულირებს მელანოციტების პროლიფერაციას და მოძრაობის უნარს. პილინგი კომბინირებულია გაახალგაზრდავების, აღდგენით ან დეპიგმენტაციის სხვა პროცედურებთან (ქიმიური პილინგი, ლაზერი, IPL და ა.შ.).
ფასი სახე - 140 ₾
• კანის არათანაბარი ტონალობა, ჰიპერპიგმენტაცია
• კანის ფოტოდაბერება
• პოსტაკნეს ლაქები
• აკნეს, როზაცეას, სებორემური დერმატიტის კომპლექსური მკურნალობა
• კანის ლაზერული აღდგენის/მიკრონემსოვანი RF ლიფტინგის პროცედურისთვის მომზადება
პროცედურას საშუალოდ სჭირდება 30 წუთი.
პროცედურის დროს შეიძლება იგრძნობოდეს კანის წიწკნა/ჩხვლეტა.
რეტინოლის პილინგიდან 2-3 დღის შემდეგ იწყება კანის აქერცლა, რომელიც ქრება 2-3 დღეში.
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვათ რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ პროცედურის შემდეგ.ყვითელი პილინგი ფართოდ პოპულარულია მისი უსაფრთხოებისა და კომფორტის გამო. პროცედურაში გამოყენებული რეტინოლი არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორიცაა წვა, ქავილი ან ტკივილი. პილინგის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან მოკლეა და გართულებების რისკი მინიმალურია.
გთხოვთ აირჩიოთ ენა
Please select a language
Выберите, пожалуйста, язык
საიტზე დარჩენით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას და მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
By staying on the site, you agree to the use of cookies and data privacy policy.
Оставаясь на сайте, вы соглашаетесь с использованием файлов cookies и политикой конфиденциальности данных.