ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
ჩექაფი უზრუნველყოფს: სისხლში გლუკოზის დონის შეფასებას, დიაბეტის ან პრედიაბეტის ადრეულ დიაგნოსტიკას, გლუკოზის კონტროლის ხარისხის განსაზღვრას, მეტაბოლური და კარდიოვასკულური რისკების შეფასებას, ინდივიდუალური რეკომენდაციების მიღებას.
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული მეტაბოლური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის დონის დარღვევასთან. ხშირად დაავადება შეიძლება ხანგრძლივად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და გამოვლინდეს უკვე გართულებების ეტაპზე. სწორედ ამიტომ, მისი დროული აღმოჩენა და კონტროლი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აღნიშნული ჩექაფ პაკეტი შექმნილია დიაბეტის ადრეული გამოვლენის, გლუკოზის მეტაბოლიზმის შეფასებისა და გართულებების პრევენციისთვის.
პაკეტი რეკომენდებულია მათთვის, ვინც: აქვს შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორები (ჭარბი წონა, მემკვიდრეობა და სხვ.) გრძნობს სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა. უკვე დიაგნოზირებული აქვს დიაბეტი და სურს კონტროლის შეფასება. სურს პრევენცია და ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი
ჩექაფი იწყება ენდოკრინოლოგის კონსულტაციით, შემდგომ ტარდება ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც აფასებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. სადაც ხდება შედეგების ინტერპრეტაცია და ინდივიდუალური მართვის გეგმის განსაზღვრა.
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
• ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია.
• გლუკოზა;
• გლიკოზირებული ჰემოგლობინი;
• დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი;
• მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი;
• ტრიგლიცერიდები;
• სისხლის საერთო ანალიზი;
საიტზე დარჩენით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას და მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
By staying on the site, you agree to the use of cookies and data privacy policy.
Оставаясь на сайте, вы соглашаетесь с использованием файлов cookies и политикой конфиденциальности данных.