ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
პაკეტი უზრუნველყოფს: საშვილოსნოს ყელის დეტალურ ვიზუალურ შეფასებას ინფექციებისა და ვირუსული რისკების სკრინინგს ონკოლოგიური სკრინინგის ჩატარებას გინეკოლოგის მიერ შედეგების სრულ ანალიზსა და რეკომენდაციებს პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ: კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის დეტალური დათვალიერება გამადიდებელი ოპტიკის გამოყენებით) მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით კვლევას გინეკოლოგის 2 კონსულტაციას (პირველადი და განმეორებითი)
საშვილოსნოს ყელის ჯანმრთელობა ქალის რეპროდუქციული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში, თუმცა მისი პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა სრულიად შესაძლებელია რეგულარული სკრინინგის საშუალებით. აღნიშნული ჩექაფ პაკეტი შექმნილია საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დეტალური შეფასებისა და პათოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენისთვის.
პაკეტი რეკომენდებულია ყველა ქალისთვის სექსუალური ცხოვრების დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზრუნავს პრევენციაზე და რეგულარულ გინეკოლოგიურ კონტროლზე.
პირველ ეტაპზე ტარდება გინეკოლოგის კონსულტაცია და საჭირო კვლევები. შემდგომ სრულდება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები. კვლევების შედეგების მიღების შემდეგ პაციენტი გადის განმეორებით კონსულტაციას გინეკოლოგთან, სადაც ხდება შედეგების ინტერპრეტაცია და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ან პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. რეკომენდებულია კვლევის ჩატარება მენსტრუალური ციკლის 6–10 დღეებში (ციკლის პირველი დღე ითვლება მენსტრუაციის პირველ დღედ).
• გინეკოლოგის კონსულტაცია (პირველადი)
• გინეკოლოგის განმეორებითი კონსულტაცია
• მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა
• კოლპოსკოპია
• ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) კვლევა
• საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა (ფლორა)
• პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს მეთოდით)
საიტზე დარჩენით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას და მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
By staying on the site, you agree to the use of cookies and data privacy policy.
Оставаясь на сайте, вы соглашаетесь с использованием файлов cookies и политикой конфиденциальности данных.