ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
პაკეტი უზრუნველყოფს:
✔ აკნეს გამომწვევი ჰორმონალური ფაქტორების შეფასებას
✔ რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის გამოკვლევას
✔ კანის პრობლემებთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების გამოვლენას
✔ დერმატოლოგის/კოსმეტოლოგის მიერ შედეგების სრულ ანალიზსა და რეკომენდაციებს
პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ:
• დერმატოლოგის/კოსმეტოლოგის კონსულტაციას
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიულ კვლევას
• ჰორმონალური პროფილის ლაბორატორიულ შეფასებას
• ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კვლევის შედეგების მიხედვით
აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც მოზარდობის, ისე ზრდასრულ ასაკში. ხშირად მისი გამომწვევი მიზეზი მხოლოდ კანის მდგომარეობა არ არის და შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ დისბალანსთან, ენდოკრინულ ცვლილებებთან ან რეპროდუქციული სისტემის გარკვეულ თავისებურებებთან.
აღნიშნული ჩექაფ პაკეტი შექმნილია აკნეს გამომწვევი შესაძლო ჰორმონალური მიზეზების გამოსავლენად და კანის მდგომარეობის კომპლექსური შეფასებისთვის, რაც სპეციალისტს ეფექტური მართვისა და მკურნალობის დაგეგმვაში ეხმარება.
პაკეტი რეკომენდებულია პაციენტებისთვის რომლებიც უჩივიან:
• სახის, ზურგის ან გულმკერდის არეში გამონაყარს
• ხშირ ან განმეორებით აკნეს
• კანის მომატებულ ცხიმიანობას
• ჰორმონალურ დისბალანსთან დაკავშირებულ კანის პრობლემებს
• მენსტრუალური ციკლის დარღვევების ფონზე განვითარებულ აკნეს
პირველ ეტაპზე პაციენტი გადის დერმატოლოგის/კოსმეტოლოგის კონსულტაციას, რომლის დროსაც ფასდება კანის მდგომარეობა და არსებული ჩივილები.
შემდგომ ტარდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ჰორმონალური ფონი და გამოვლინდეს აკნესთან დაკავშირებული შესაძლო მიზეზები.
კვლევების შედეგების მიღების შემდეგ სპეციალისტი ახდენს მონაცემების სრულ შეფასებას და გასცემს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს მკურნალობისა და შემდგომი მართვის შესახებ.
• დერმატოლოგის/კოსმეტოლოგის კონსულტაცია
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია
• თავისუფალი ტესტოსტერონი
• ტესტოსტერონი
• დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატი (DHEA-S)
• 17-OH პროგესტერონი
საიტზე დარჩენით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას და მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
By staying on the site, you agree to the use of cookies and data privacy policy.
Оставаясь на сайте, вы соглашаетесь с использованием файлов cookies и политикой конфиденциальности данных.