ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 სთ
პაკეტი უზრუნველყოფს:
✔ თმის ცვენის შესაძლო მიზეზების კომპლექსურ შეფასებას
✔ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დონის განსაზღვრას
✔ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას
✔ ტრიქოლოგის მიერ შედეგების სრულ ანალიზსა და რეკომენდაციებს
პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ:
• დერმატოლოგის/კოსმეტოლოგის (ტრიქოლოგის) კონსულტაციას
• თმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მაჩვენებლების კვლევას
• ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კვლევის შედეგების მიხედვით
თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტთან, ჰორმონალურ დარღვევებთან, სტრესთან ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობებთან. პრობლემის ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანია თმის ცვენის გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა.
აღნიშნული ჩექაფ პაკეტი შექმნილია თმის ცვენის ძირითადი მიზეზების გამოსავლენად და ორგანიზმის იმ მაჩვენებლების შესაფასებლად, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს თმის ჯანმრთელობასა და ზრდაზე.
პაკეტი რეკომენდებულია ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომლებიც უჩივიან:
• თმის ინტენსიურ ან გახანგრძლივებულ ცვენას
• თმის გათხელებასა და მოცულობის შემცირებას
• თმის ზრდის შენელებას
• თმის სტრუქტურის გაუარესებას
• ფარისებრი ჯირკვლის ან ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემების ეჭვს
პირველ ეტაპზე პაციენტი გადის ტრიქოლოგის კონსულტაციას, რომლის დროსაც ფასდება თმისა და თავის კანის მდგომარეობა.
შემდგომ ტარდება ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს თმის ცვენასთან დაკავშირებული შესაძლო დეფიციტური ან ჰორმონალური ფაქტორები.
კვლევების შედეგების მიღების შემდეგ სპეციალისტი ახდენს მონაცემების შეფასებას და გასცემს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს შემდგომი მართვისა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის შესახებ.
დერმატოლოგის/კოსმეტოლოგის (ტრიქოლოგის) კონსულტაცია
• ვიტამინი D3 – 25(OH)
• ფერიტინი
• რკინა
• ვიტამინი B12
• თირეოტროპული ჰორმონი (TSH)
• თავისუფალი თიროქსინი (FT4)
საიტზე დარჩენით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას და მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
By staying on the site, you agree to the use of cookies and data privacy policy.
Оставаясь на сайте, вы соглашаетесь с использованием файлов cookies и политикой конфиденциальности данных.